ФСБ-მ სანქტ-პეტერბურგში მედიაჰოლდინგ "პატრიოტის" ყოფილი მენეჯერი ილია გორბუნოვი დააკავა, რომელსაც მედიაში ევგენი პრიგოჟინის მიერ დაარსებული "ტროლების ქარხნის" ხელმძღვანელს უწოდებენ. დაკავებულია Konkretno.ru-ს მთავარი რედაქტორი კირილ მეტელევიც. მათ ბრალი გამოძალვაში ედებათ.
მედიის ინფორმაციით, გამოძიება მიიჩნევს, რომ გორბუნოვი მეტელევი პეტერბურგის ტელეარხის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ალექსანდრე მალკევიჩს, რომელიც, როგორც მედია წერდა, ასევე პრიგოჟინთან იყო დაკავშირებული, ფულს სძალავდნენ.
ილია გორბუნოვი "კომსომოლსკაია პრავდასა" და "რია ნოვოსტის" ყოფილი თანამშრომელია. მედიის ცნობით, 2019 წლიდან ის ხელმძღვანელობდა "პატრიოტის" მედია ჯგუფს, ხოლო 2020 წლიდან მართავდა "ტროლების ქარხანას" და მასთან დაკავშირებულ ყველა Telegram არხს.
გამოცემის ცნობით, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.