ევროპული სანქციები | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

მომდევნო კვირას ბრიუსელში ევროპული საბჭო იკრიბება, სადაც მთავარი საკითხი აღმოსავლეთით გაფართოება და უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება იქნება. თუმცა ევროპელ ლიდერებს  უმძიმესი გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები  საქართველოსთან დაკავშირებითაც. 

სანქციები ევროპიდანაც იქნება. ივანიშვილის პრორუსული პოლიტიკისა და რეპრესიული კანონის დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს:

1. საქართველოსთან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების  გაურკვეველი ვადით შეჩერებას;
2. ორმხრივი უმაღლესი შეხვედრებისა და ფორმატების გაუქმებას.
3. ევროპული დაფინანსების შეჩერებას, რომლის მიმღები საქართველოს მთავრობა იყო და ამ შემთხვევაში წლიურად ნახევარ მილიარდ ევროზეა საუბარი. 
4. სხვადასხვა პროექტების გაჩერებას, ოღონდ ეს არ შეეხება არასამთავროვო სექტორსა და მედიას. 
5. სავიზო შეზღუდვებს "ოცნების" ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ.

ივანიშვილის და მისი გუნდის პრორუსული პოლიტიკის წყალობით, უნიკალურ ისტორიულ შანსს საქართველო არა პროგრესით, არამედ პირიქით, კატასტროფული რეგრესით ხვდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი