უკრაინის იერიშები სევასტოპოლში | დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში უკრაინის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 153-მდე გაიზარდა. მათგან 82 ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულთა შორის არიან მცირეწლოვნებიც. ბოლო ინფორმაციით, დაღუპული ხუთი პირიდან სამი ბავშვია.

რუსული მედიის ცნობით, თავდასხმა „ატაკამსის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტით განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, პასუხისმგებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სევასტოპოლზე განზრახ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი