პუტინმა დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა ჯარები საქართველოში და თუნდაც ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა | კლევერლი

გამოქვეყნდა:

იმის თქმა, რომ დასავლეთმა პუტინის პროვოცირება მოახდინა, ძალადობაში მსხვერპლის დადანაშაულებას ჰგავს - აცხადებს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, ბრიტანელი პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჟის პასუხად, რომელმაც დასავლეთი პუტინის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

კლევერლიმ მაგალითად მოიყვანა როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, პუტინის აგრესია:

„დროდადრო ვხედავთ, რომ პუტინი უარყოფს მშვიდობიან ვარიანტებს, მან დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა რუსული ჯარები საქართველოში და ვფიქრობ, თუნდაც იმის ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა"- განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი