სროლა ბაქოში | დაღუპულია 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბაქოში, ძებნილის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სამი  პოლიციელი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად მსროლელი - ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა.

შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი.

დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სროლის დროს დაიღუპა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი