"ოცნების" დეპუტატის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროსაბჭომ ხუთშაბათს საქართველოზე დებატები ჩანიშნა

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭოში ხუთშაბათს საქართველოსთან დაკავშირებით, დებატები გაიმართება. როგორც ენმ-ის დეპუტატი, ანა წითლიძე სტრასბურიდან ავრცელებს ინფორმაციას, "ოცნების" წარმომადგენლის, გივი მიქანაძის წინააღმდეგობისა, რომელიც დებატების გაუქმებას ითხოვდა, 92 მომხრე, 17-ის წინააღმდეგ, დებატების გამართვის საკითხი, მაინც დადებითად გადაწყდა: 

"92 მომხრე. 
17 წინააღმდეგი. 
მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლის გივი მიქანაძის ჯაფისა და შუამდგომლობისა ევროსაბჭოსთან რომელიც ითხოვდა საქართველოზე დებატების გაუქმებას, მოტივით რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ნიშნავს ეს ევროპის მხრიდანო) - ევროსაბჭოში ხუთშაბათს გაიმართება დიდი დებატები საქართველოზე!" წერს წითლიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი