რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქები დაბომბეს | არიან დაღუპულები, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსებმა დონეცკის ოლქის, ქალაქი კურახოვი დაბომბეს. შედეგად 62 წლის კაცი დაიღუპა და ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვადიმ ფალაშკინი ავრცელებს. 

"რუსები არ წყვეტენ თავიანთ დანაშაულებს ჩვენს მიწაზე," - განაცხადა ფალაშკინმა და აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა თავდასხმისთვის "ისკანდერის" ტიპის რაკეტები გამოიყენეს. 

თავდასხმა მოხდა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზეც.  შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. ვადიმ ფილაშკინის ინფორმაციიღ, დაშავებულებს შორის არიან 12 და 13 წლის მოზარდები, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. მისივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა ქალაქში ორი "ისკანდერ-ემ" ტიპის რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც ერთი კერძო სახლი დაინგრა და 16 შენობა დაზიანდა.

 „ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე. საბოლოო შედეგები ჯერ დადგენილი არ არის“, - განაცხადა სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა.

პოკროვსკი ფრონტის ხაზთან, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი