რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა. ინფორმაციას სამთავრობო პროპაგანდისტული მედიასაშუალება, TASS-ი ავრცელებს.
მედია წერს, რომ ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლავროვი, ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ კი თქვა, რომ ლავროვის ბელარუსში ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 32 წლის იუბილეს ემთხვევა.