რუსეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა იწვის | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ქალაქ ფრიაზინოში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „პლატანის“ შენობა იწვის. უკრაინული მედია რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია სულ მცირე 8 ადამიანი.

რუსეთის შსს-ს ცნობით, ხანძარი 5-8 სართულს შეეხო, რაც მას სირთულის მესამე დონეს ანიჭებს. მაღალი ტემპერატურისა და ხშირი კვამლის გამო ხანძრის ლოკალიზება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ტექნიკა, მათ შორის ორი სახანძრო ვერტმფრენი იყო ჩართული. ჯამში, დამწვარია 4,5 ათასი კვ.მ ფართობი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი