ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა | დაღუპულია პოლიციელი

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.

მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.

ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი