საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1-ელ ივლისს აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

1-ელ ივლისს, 12:00 საათზე "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ და უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნას ამ ფორმით მოითხოვენ.

 ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას და დაიცვან ემიგრანტების ხმები. 

 "პირველ ივლისს, 12:00 საათზე, დავგეგმეთ აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ლეონიძის ქუჩაზე, რათა მოვთხოვოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხელისუფლებას გახსნას უბნები,  კამპანია გაგრძელდება "გახსენი უბანი ემიგრანტებისთვის - ნუ იპრავ ხმას". ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე მათი უფლებებისთვის და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ მილიონზე მეტ მოქალაქე ჰქონდეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა" - ამბობს "დროას" წევრი ალექსი პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ ათასობით შეგროვებული ხელმოწერისა და მკაფიოდ გაწერილი კანონმდებლობის მიუხედავად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ცესკო,  უარს ამბობენ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი