"დღევანდელი ღონისძიებით შემოვიფარგლოთ" | საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროინტეგრაციაზე შეკითხვებს გაურბის

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობს. "მთავარი არხის" კორესპონდენტს დიპლომატისგან დღეს აინტერესებდა რა პოზიცია აქვს "ოცნების" ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის გამო, პარტნიორების მხრიდან წამოსულ გაფრთხილებებზე და იმაზე, რომ ხელისუფლების ქმედებები ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის - "დღევანდელი ღონისძიებით შემოვიფარგლოთ ჩემი პორტფელიდან გამომდინარე" - ამბობს კონსტანტინიდი.

"დღევანდელი ღონისძიება" კი პარლამენტში გამართული დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის პრეზენტაცია იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი