"ახალის" თანათავმჯდომარე საერთო ოპოზიციურ დეკლარაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ამ დროისათვის ხელს 6 პროდასავლური ოპოზიციური პარტია აწერს, აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ერთიან საპარლამენტო სიას:
"ერთიანობის ქარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართველი პროდასავლური ოპოზიციის ძალიან სერიოზული წარმატება. ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მაინც არის ორი -პირველი ის, რომ 8 ივლისამდე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით, რაციონალურად და არა რაიმე პირად ინტერესებზე თუ მოსაზრებებზე დაყრდნობით და მეორე - ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში. იქნება ეს ხმის მიცემა "ოცნების" მთავრობისთვის, თუ მონაწილეობა "ოცნების" მთავრობაში. ამიტომ ვინც ხელს ვაწერთ ამ და სხვა საკითხებზე მკაფიოდ ვთანხმდებით" ამბობს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, ბრიუსელში 6-მა პროევროპულმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. "ახლები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი- დროა" და "ლელო" თანხმდებიან, რომ ერთიანი ძალებით დაიცავენ ამომრჩევლის ხმებს, არ შევლენ კოალიციაში და პოლიტიკურ გარიგებაში "ქართულ ოცნებასთან" და ერთად იმუშავებენ წინასაარჩევნო სტრატეგიაზე. ცნობილია, რომ დეტალური გეგმის და წინასაარჩევნო კონფიგურაციას დეკლარაციაზე ხელმომწერები 8 ივლისს გაასაჯაროებენ.