EU-ს 6 ლიდერი შეთანხმდა, რომ ლეიენი, კოსტა და კალასი ევროკავშირში მაღალ პოზიციებს დაიკავებენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ექვსი ლიდერი შეთანხმდა, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ანტონიო კოსტამ და კაია კალასმა ევროკომისიაში, ევროსაბჭოსა და საგარეო პოლიტიკის სამსახურში მაღალი თანამდებობები მიიღონ. როგორც გამოცემა Politico წერს, მოლაპარაკებების ექვსი მონაწილე, საბერძნეთის, პოლონეთის, ნიდერლანდები და ესპანეთის პრემიერმინისტრები, ასევე გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი არიან. 

ცნობილია, რომ შემდეგი ნაბიჯი ხუთშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრაა, სადაც აღნიშნული სამი სახელი სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს დასამტკიცებლად წარედგინება. 

Politico ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი უკმაყოფილოა, რომ მისი ჯგუფი მოლაპარაკებებში ჩართული არც ამჯერად ყოფილა. მათივე ცნობით, იტალია, სავარაუდოდ, მომავალ ევროკომისიაში მაღალ პორტფელს მიიღებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი