ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატო-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნას მხარი დაუჭირა. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება და იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობას ათი წლის განმავლობაში იკავებდა.