ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ - ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგიის ხელისუფლება ავრცელებს -"ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე" - წერს ბელგიის მთავრობა X-ზე.
ბელგიას ჯერ არ გამოუცხადებია, რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი.