რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულის სასამართლოზე ის პოლიციელები გამოკითხეს, რომლებიც დაკავებაში არ მონაწილეობდნენ

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო გამოსვლების დროს დაკავებული მარიამ შუკაკიძის სასამართლო პროცესი, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. პროცესზე ორი პოლიციელი გამოიკითხა, რომლებიც უშუალოდ დაკავების პროცესში მონაწილეობას არ იღებდნენ. ორივე მათგანმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები მოუყვა, თუ რა ვითარებაში მოხდა შუკაკიძის დაკავება. 

მარიამ შუკაკიძე ჭავჭავაძის გამზირზე, ძალის გამოყენებით, აქციის დასრულების შემდეგ დააკავეს, შედეგად კი მას სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლჩაქცევები და მიღებული აქვს ტვინის შერყევაც, რის გამოც ის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. 

ასევე, მარიამ შუკაკიძე პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სერგი ბზიშვილს დაკავებისას სექსუალური ნიშნით შევიწროებაშიც ადანაშაულებს. გადაწყვეტილებას შუკაკიძის საქმეზე სასამართლო 3 ივლისს გამოაცხადებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი