"პარლამენტარები ევროპული მომავლისათვის" | ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები თელავის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტარები ევროპული მომავლისათვის - ქალი დეპუტატები რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებენ. ამ წუთებში ისინი თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს ხვდებიან. პარლამენტარები დაინტერესებულ პირებს საკანონმდებლო ორგანოში გაწეული მუშაობის ანგარიშს აცნობენ და გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მიერ დაკანონებული რუსული კანონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე მსჯელობენ. საჯარო დისკუსიაში დღეს მონაწილეობას ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი