"საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს" | EU-ს წარმომადგენლობა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავთან დაკავშირებით: 

"დღეს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა; ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს. საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება." აღნიშნავს დიპლომატიური უწყება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი