
გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მედიკოსებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი საქართველოს", თანათავმჯდომარე, გოგი წულაია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამტრედია-წყალტუბო-ვანის-ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
ცნობისთვის, 2019 წელს წულაია ზესტაფონის მერობის კანდიდატი იყო და ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა.