კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა | სხდომას არ ესწრებოდნენ EU-ს ელჩები, გარდა უნგრეთისა, ასევე აშშ-ის ელჩი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. სხდომას თითქმის არავინ ესწრებოდა ოპოზიციიდან. გარდა ამისა, ანგარიშს წარდგენის დროს დარბაზში არ იყვნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, გარდა უნგრეთისა, საკანონმდებლო ორგანოში არ მისულა არც აშშ-ის ელჩი. საელჩოები პარლამენტში მხოლოდ წარმომადგენლების დონეზე იყვნენ წარმოდგენილები.

"ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძე, როგორც ივანიშვილის პრემიერი, მისი ავტორიტარული ქმედებების გამო იმდენად მიუღებელია არამხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ ევროკავშირის ელჩებისთვის, რომ დემარშის სახით, ევროკავშირის ელჩებიდან მხოლოდ ერთი, უნგრეთის ელჩი ესწრება პრემიერს ანგარიშს, რაც პროტოკოლით გათვალისწინებულია, როგორ სავალდებულო ყველა ელჩებისთვის, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ მიუღებლობას "ქართული ოცნებისადმი", რომელიც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი თავისი ავტოკრატიული ქმედებების გამო მინიმუმ ოქტომბრამდე გაყინა. შესაბამისად, პრემიერის ტყუილების და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად აქ არამხოლოდ ოპოზიცია არ გახლავთ, არამედ ევროკავშირის ელჩები", - თქვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა, პროცესის განახლების შემდეგ პრემიერმა დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი