პარლამენტში, თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

გამოქვეყნდა:

პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, სავარაუდოდ, მიხეილ ყაველაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქუბარდია სხდომაზე, სადაც პრემიერმა წლიური ანგარიში წარადგინა, კითხვის დასასმელად შევიდა. 

მან პრემიერი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ კობახიძე თავადაა 
ანტიდასავლური დეზინფორმაციის მთავარი გამხმოვანებელი, რასაც მისი თქმით, ევროკავშირი ღიად ამბობს. დეპუტატმა თქვა, რომ "ოცნებამ" ჩაკეტა ევროკავშირისა და NATO-ს კარი და კრემლის ინტერესებს ატარებს. 

კითხვის დასმის შემდეგ აქუბარდია დარბაზს ტოვებდა, რა დროსაც ყაველაშვილმა მიაძახა - "კარგად იყავი", შემდეგ ისმის გინება "შენი დედაც მოვ**ან", თუმცა კადრში არ ჩანს, კონკრეტულად რომელმა დეპუტატმა მიაყენა კოლეგას შეურაცხყოფა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი