„ყველაზე ცუდი გამოსვლა ისტორიაში“, „კატასტროფა“... | ბაიდენი-ტრამპის დებატების შეფასებები დასავლეთში

გამოქვეყნდა:

„ყველაზე ცუდი გამოსვლა ისტორიაში“, „კატასტროფა“, „პარტიამ რაღაცა უნდა მოიმოქმედოს“, - ასეთი კომენტარები მოჰყვა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებისგან აშშ-ში გამართულ საპრეზიდენტო დებატებს და, როგორც Politico წერს, ახლა დემოკრატები მოქმედი პრეზიდენტის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებასაც კი განიხილავენ.

ევროპულ გამოცემას ანომიმურობის შენარჩუნების პირობით თეთრი სახლის ლიდერთან დაახლოებული სამი პირი ესაუბრა და სამივემ განაცხადა, რომ დემოკრატთა ბანაკში ნამდვილი პანიკაა. დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა მსხვილმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა განაცხადა, რომ დროა, პრეზიდენტმა თავისი კამპანია დაასრულოს, რადგან მისი დებატებზე გამოსვლა იმდენად დაბალი ხარისხის იყო, რომ ტრამპის ტყუილებისთვის ყურადღება საერთოდ აღარავის მიუქცევია.

ტელეკომპანია CNN-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მაყურებელთა 67% თვლის, რომ დებატები დონალდ ტრამპმა მოიგო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი