ანტიდასავლური პროპაგანდა საპარლამენტო ტრიბუნიდან | კობახიძის ანგარიში და ელჩების დემარში

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის პირველი ანგარიში პრემიერმინისტრის რანგში და არცერთი სიტყვა პუტინის რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშულებზე საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს საპარლამენტო ტრიბუნიდან კობახიძე მოხსენებით თითქმის საათნახევრის განმავლობაში გამოდიოდა, თუმცა მთავრობის მეთაურმა საჭიროდ არ ჩათვალა აქცენტი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაეკეთებინა. არაფერი უთქვამს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს მთავრობა დეოკუპაციისთვის, არ დაუგმია რუსეთის მიერ მიტაცებული ბიჭვინთა და სოხუმის აეროპორტის გადაცემის ფაქტი რუსეთისთვის.

დღეს პირველად, პრემიერმინისტრის ანგარიშზე არ გამოცხადდნენ შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები. ევროკავშირიდან კობახიძის მოსასმენად პარლამენტში მხოლოდ უნგრეთის ელჩი მივიდა. ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ამ ნაბიჯით ელჩებმა ოცნებას პრორუსული პოლიტიკის გატარების გამო დემარში გამოუცხადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი