პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის, გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ქუთაისში კლინიკა "ელჯიში“ დღეს დილით გულის შეტევით გადაიყვანეს.
ექიმი ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ გოგი წულაიასთვის ეს მესამე გულის შეტევაა. მისივე თქმით, მას უახლოეს პერიდში გულის შუნტირება ჩაუტარდება.
გოგი წულაია 11 წელია ჩვენი პაციენტია, ეს მისთვის რიგით მესამე გულის შეტევაა. დღეს დილით ის სასწრაფომ შემოიყვანა. მისი მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ სტაბილური. დადგინდა, რომ მას სჭირდება შუნტრების ოპერაცია, - თქვა ზაზა ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი საქართველოს", თანათავმჯდომარე, გოგი წულაია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამტრედია-წყალტუბო-ვანის-ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
ცნობისთვის, 2019 წელს წულაია ზესტაფონის მერობის კანდიდატი იყო და ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა.