"მრჩება შეკითხვა: რატომ არ ვაბრუნებთ სიკვდილით დასჯას ჩვენს კანონმდებლობაში?" | რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

"მრჩება შეკითხვა: რატომ არ ვაბრუნებთ სიკვდილით დასჯას ჩვენს კანონმდებლობაში?", - ეს შეკითხვა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა დასვა.

მან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით ისაუბრა და კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმა გაიხსენა. მისი თქმით, ციხის თანამშრომლების რაოდენობისა და ანაზღაურების გათვალისწინებით, წელიწადში თითო პატიმრის შენახვა 300 000 რუბლი ჯდება.

"თუ საბჭოთა დროს დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან სამი ადამიანის მკვლელობისთვის სიკვდილის მისჯა შეიძლებოდა, ეს 15 ბრალდებული [კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმისთვის დაკავებულები] ახლა მაქსიმუმ სამუდამო პატიმრობას იღებს. ეს რას ნიშნავს? - დღეში 3-ჯერ კვება, 2-საათიანი სეირნობა. ჩემს თავს მე ვერ ვაძლევ უფლებას, რომ 2 საათი ვისეირნო, ამის დრო არ მაქვს. ზოგჯერ ვახშმობასაც კი ვერ ვასწრებ. ეს გულისხმობს სამედიცინო შემოწმებასაც, სტომატოლოგის ჩათვლით - კიჭები ხომ არ სტკივათ. იცით რა ჯდება ერთი მსჯავრდებულის შენახვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში? ერთხელ მითხრეს, რომ ერთი ადამიანი 300 000 რუბლი წელიწადში. გაამრავლეთ ეს რიცხვზე, რამდენსაც სამუდამო სასჯელი აქვს - ეს კოლოსალური ბიუჯეტია", - თქვა ბასტრიკინმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი