დამატებით 80 თეთრი 1 კგ ყურძენზე - მიხეილ სააკაშვილი კახელ მევენახეებს ახალი ინიციატივით მიმართავს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ის ფასი, რასაც დღეს ხელისუფლება გლეხებს სთავაზობს, დაცინვაა.
სააქართთველოს მესამე პრეზიდენტი აბმობს, რომ იმ 30 თეთრს, რასაც ახლანდელი მთავრობა აძლევს მევენახეებს, ოქტომბრის ბოლოს - ანუ არჩევნების შემდეგ, 80 თეთრი დაემატება.
მევენახეებს მესამე პრეზიდენტის ინიციატივა დღეს "ენმ"-ს წევრებმა, გიორგი ბოტკოველმა და ლევან ბეჟაშვილმა გააცნეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, რქაწითელი დღეს 80 თეთრი ღირს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და ჩინოვნიკები მდიდრდებიან. გარდა ამისა, ბოტკოველის თქმით, გლეხებს წონაში ღვინის ქარხნებიც ატყუებენ.
იგივე მდგომარეობაა საფერავზეც და ზონალური ყურძენი, რომელიც გასულ წლებში ღირდა სამი ლარი და სამი და 50 დღეს ღირს ლარი და 70 - ამბობს ბოტკოველი
ლევან ბეჟაშვილის თქმით, ახალი ინიციატივით, მევენახისთვის რთველი რეალურად შემოსავლის მიღების წყარო გახდება