შესაძლოა, რუსეთმა, აშშ-ის საპასუხოდ, INF რაკეტების წარმოება და განლაგება დაიწყოს | პუტინი

გამოქვეყნდა:

შესაძლოა, რუსეთმა, აშშ-ის საპასუხოდ INF რაკეტების წარმოება და განლაგება დაიწყოს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიული შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, აშშ-ის საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების განლაგება, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მოსკოვის შეშფოთებას იწვევს და რეაგირებას საჭიროებს.

"დღეს ცნობილია, რომ შეერთებული შტატები არამარტო აწარმოებს ამ სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე ჩამოიტანა ევროპაში წვრთნებისთვის - დანიაში და სულ ახლახან გამოცხადდა, რომ ფილიპინებშიც არის განლაგებული, ამავე დროს, უცნობია წაიღეს თუ არა ეს რაკეტები იქიდან...

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ სფეროში...

როგორც ჩანს, ამ სარაკეტო სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდეგ, რეალურად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტოთ, თუ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნება, სად განვათავსოთ," - განაცხადა პუტინმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი