აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში, NATO-ს შეხვედრაზე მიიწვიეს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ში, NATO-ს შეხვედრაზე მიიწვიეს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი საუბრობს.

მისი განცხადებით, ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის გეგმავს, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის.

"ველოდები, რომ ამაში მონაწილეობას ორივე ქვეყანა მიიღებს", - განაცხადა ო’ბრაიენმა და დასძინა, რომ NATO-ს ღონისძიებაში მონაწილეობას 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

მისივე თქმით, ვაშინგტონი მზად არის აშშ-ში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ახალი შეხვედრა დააორგანიზოს.

"იმედი მაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები უახლოეს დროში ნახავენ შეხვედრის შესაძლებლობას. თუ ეს ვაშინგტონში მოხდება, მოხარულები ვიქნებით ისინი ნებისმიერ როლში მივიღოთ, რომლის შესრულებასაც შევძლებთ. მაგრამ არის ბევრი არხი, ორივე მხარე ძალიან ეფექტიან პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს. ამ პროცესში მეგობრების ხარისხში ვმონაწილეობთ, რითაც შეგვიძლია დახმარება", - განაცხადა ო’ბრაიენმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი