ქართული ეკლესია ღრმა კრიზისშია - პოლიტიკოსები სინოდის სკანდალურ სხდომას ეხმაურებიან და ივანიშვილის მიზნებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ქართული ეკლესია ღრმა კრიზისშია - ასე აფასებენ სინოდის უმძიმესი სხდომის შემდეგ პოლიტიკოსები საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. ხელისუფლების ოპონენტები არ ერიდებიან იმაზე საუბარს, რომ ეკლესიის წიაღში მოვლენები ბიძინა ივანიშვილისთვის და შესაბამისად, რუსეთისთვის სასურველი სცენარით ვითარდება.

დავით ბერძენიშვლმა საპატრიარქოს კარის თამაშები მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ტრილერს შეადარა. „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში „რესპუბლიკელების“ ლიდერმა, რომელიც საპატრიარქოს კრიტიკას არასდროს ერიდება, ეკლესიას კლანუურ მმართველობაში დაადამნაშაულა და თქვა, რომ ის, რაც დღეს საპატრიარქოს გარშემო ხდება, ბიძინა ივანიშვილის სცენარია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი ხანია აწუხებს პატრიარქის ავტორიტეტი და ცდილობს, ეს ინსტიტუციაცა ჩამოანგრიოს. ქაოსი კი ქვეყანაში ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს.

სინოდის უმძიმესი სხდომის, მეუფე პეტრეს განყენებისა და მისი მძიმე ბრალდებების შემდეგ პოლიტიკური პარტიებისთვის გაურკვევლი დარჩა, განიხილეს თუ არა მღდელმთავრებმა კიდევ ერთი ეპისკოპოსის იაკობის საკანდლაური განცხადება პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ. პოლიტიკოსებს აინტერესებთ, დაინტერესდა თუ არა ეკლესიის მმარტველი ორგანო წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ იმ მთავარი პრობელემებით, როემლზეც დიდი ხანია საზოგადოებაში საუბარია.

ოპოზციის აზრით, სინოდის დღევანდელი სხდომით მოგებული ხელისუფლება დარჩა, მთავარ თემად მეუფე პეტრეს განცხადებები იქცა და ყველას გადაავიწყდა მეუფე იაკობის მიერ ბიძინა ივანიშვილის მხილება. პატრიარქის უკვე ყოფილმა ქოპრეპისკოპოსმა ზურტად ერთი კვირის ხელი ქართლი ლიდერს დაადო და თქვა, რომ მისი დაკვეთით პატრიაქს გადადგომას აიძულებდნენ.

კრიზისი ეკლესიის შიგნით, რომელიც დღეს ასეთი აშკარა გახდა, პოლიტრიკოსების აზრით, კიდევ უფრო გაღმავდება. თუმცა დღეავნდელი დღის შემდეგ საქართველოს საპატრიარქო ჩაკეტილი სისტემის უფრო მეტად გახსნა და საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია დასჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი