ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტური 5 ივლისს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხუთ ივლისს გაიმართება. 

ცნობილია, რომ ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატიდან ვერცერთმა შეძლო და მეორე ტური სწორედ ამის გამო ჩაინიშნა. 

პირველი ტურის შედეგების თანახმად, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მასუდ ფეზეშქიანი ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის ყოფილ მთავარ წარმომადგენელს, რადიკალ კონსერვატორს, საიიდ ჯალილის მცირედით უსწრებდა. 

ცნობისთვის, ირანში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი