სროლა ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან | დაჭრილია პოლიციელი და მოკლულია თავდამსხმელი

გამოქვეყნდა:

სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა. სერბეთის ხელისუფლებამ, ისევე როგორც ისრაელის დიპლომატიურმა დეპარტამენტმა, მომხდარი ტერაქტის მცდელობად შეაფასა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.
თავდამსხმელი მილოშ ზუიოვიჩია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო ისლამი და სახელი სალაჰუდინი. სერბეთის ხელისუფლების განცხადებით, იგი რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო. 

სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი - ბელგრადის მკვიდრი იგორ დესპოტოვიჩი, რომელიც სავარაუდოდ ეხმარებოდა თავდამსხმელს. 

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კი აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე ადამიანი იძებნება. მან საავადმყოფოში დაჭრილი ჟანდარმი მილოშ ევრემოვიჩი მოინახულა.

თავდასხმა ბელგრადში გუშინ, 29 ივნისს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი