საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტმა მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა. 

ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.

არჩევნებში ერთმანეთს სამი ძირითადი პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდება: ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი და ახალი სახალხო ფრონტის კოალიცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი