ვოლნიანსკზე რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით, ზაპოროჟიეს ოლქში, ვოლნიანსკზე რუსეთის იერიშის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. აქამდე არსებული მონაცემებით, დაშავებული იყო 31.

დაღუპულია შვიდი ადამიანი - სამი მამაკაცი, ერთი ქალი და სამი ბავშვი.

დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი და 12 სავაჭრო ობიექტი, განადგურდა 7 მანქანა.

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის თქმით, 12 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება.

„ექვსი მათგანის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ. ჰოსპიტალში მყოფებს აღენიშნებათ ნამსხვრევებით მიღებული ჭრილობები, კონტუზია, მოტეხილობები და ტრავმული ამპუტაციები. დაჭრილებს შორის არის ორსული ქალი და ცხრა ბავშვი," - წერს ფედოროვი.

ზაპოროჟიეს ოლქში დღეს გლოვის დღეა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი