საბერძნეთში, კუნძულ სერიფოსზე, მეხანძრეები ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

გამოქვეყნდა:

ათენში, კუნძულ სერიფოსზე, ტყის ხანძრის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია სპეცტექნიკა და ვერტმფრენი.

ცეცხლი გუშინ, შაბათ დილით გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა, დაახლოებით, 15 კილომეტრ ტერიტორიაზე, რამაც ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. დაიწვა სახლები და საჭირო გახდა  რამდენიმე დასახლების ევაკუაცია.

ამ დროის მონაცემებით, მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა სრულად ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ძლიერი ქარი დღესაც გაგრძელდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი