რუსული დიპლომატია | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი ოკუპანტის გეგმებზე

გამოქვეყნდა:

რუსეთიდან, ქართული გვარის მოღვაწეების, სხვადასხვა ბიზნესმენებისა თუ "საზოგადო მოღვაწეების" მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. იდეის კომენტირება უკვე დაიწყეს დუმის დეპუტატებმა და პოლიტიკური ფასიც დაადეს ამ ურთიერთობებს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარება რუსეთის მიერ არ გადაიხედება. 

კრემლის მექანიზმი საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ასე მუშაობს. პუტინმა ასეთივე შემოვლითი სქემით გახსნა ავიამიმოსვლა და გააუქმა სავიზო რეჟიმი. რეალურად კი ცხადია ეს კულუარული კომუნიკაციაა ქართულ ოცნებასა და კრემლს შორს. თუმცა როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმის ეს მოჩვენებითი პროდასავლურობა და ორფეხა ევროპელობანას თამაში სულ მალე დასრულდება და რუსეთს კიდევ უფრო მეტ ბერკეტს გადასცემს კავკასიაზე და საქართველოზე ზემოქმედებისთვის. მათ შორის აფხაზეთის რკინიგზის და როკის გახსნით, რაზეც კრემლის რუპორები ასევე გამალებით საუბრობენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი