კიევის რეგიონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ ბავშვი

გამოქვეყნდა:

კიევის რეგიონში რუსეთის ჯარების მიერ კვირას განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან კრავჩენკომ.

კრავჩენკოს თქმით, საცხოვრებელ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა არ მომხდარა, მაგრამ კიევის რეგიონის ერთ-ერთ რაიონში რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო სამი კერძო სახლი დაზიანდა.

ერთი დღით ადრე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქალაქ კიევის ობოლონსკის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსი, გაჩნდა ხანძარი და ექვს ადამიანს, მათ შორის ერთ ბავშვს, სტრესზე მწვავე რეაქციის გამო ექიმების დახმარება დასჭირდა. 

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახური იუწყება, რომ კიევის რეგიონში სახანძრო-სამაშველო განყოფილების შენობა სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა, ჩაიმსხვრა ფანჯრები და დაზიანდა ჭერი. მაშველები არ დაშავებულან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი