ვინ გააგზავნა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ივანიშვილმა აშშ-ში პირადი საქმეების მოსაგვარებლად ამ დრომდე უცნობია - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ივანიშვილმა შტატებში "პერსონალურ შიკრიკად" მთავრობის წარმომადგენელი, ძალოვან ფიგურა გაგზავნა. მას დამატებითი დეტალები არ მოუყოლია, თუმცა თქვა, რომ აჯობებდა ივანიშვილი ასე არ მოქცეულიყო.
არ არის გამორიცხული ეს პირი გრიგოლ ლილუაშვილი იყოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ივნისის თვეში ის აშშ-ში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ოფიციალური ვიზიტით. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყოველწლიურ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას, თუმცა უნცობია რა არაფორმალური შეხვედრები ჰქონდა სუს-ის ხელმძღვანელს.
თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა "მთვართან" სატელეფონო კომენტარში თქვა, რომ შტატებში ვიზიტით არ ყოფილა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრესსამსახურში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ იმყოფებოდა თუ არა უახლოეს წარსულში ვახტანგ გომელაური შტატებში.
იხილეთ: