უკრაინის უსაფრთხოებამ დააკავა პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებიც უმაღლესი რადას დაკავებას გეგმავდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] გამოავლინა და დააკავა ჯგუფი, რომლებიც კიევში, მასშტაბურ არეულობებსა და პროვოკაციებს გეგმავდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა ანტიუკრაინული ქმედებებით ცნობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. ორგანიზებული ჯგუფის სამიზნე იყო უკრაინის უმაღლესი რადა. ისინი პარლამენტის შენობის ბლოკირებასა და აღებას გეგმავდნენ.

ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეარყევდნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას, რაც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იმუშავებდა. - აცხადებს უკრაინის უსაფრთხოება დაჯგუფების მიზანთან დაკავშირებით. 

მათივე ცნობით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, მთავარ ორგანიზატორს თანამზრახველები ეხმარებოდნენ. კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კიევიდან, დნიპროდან და სხვა რეგიონებიდან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა მონაწილეთა უკანონო გეგმები ,მათი დივერსიული საქმიანობა და დააკავა ორგანიზატორები. მათი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია იარაღი, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და კრიმინალური ქმედებების დამადასტურებელი ჩანაწერები.

გამოძიება დაკავებულების წინააღმდეგ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის, დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო. დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მათ 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ ქონების კონფისკაციით. 

SBU-მ სპეცოპერაცია ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, რეგიონული პროკურატურის ხელმძღვანელობით ჩაატარა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი