ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში, წყალდიდობასა და ღვარცოფს 8 ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს კი ამ დრომდე ეძებენ.

ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულებიდან 6 ბავშვია და ისინი ერთი ოჯახიდან იყვნენ. დაღუპულთა შორის ასევე არის ორი არასრულწლოვანი ყაზახეთიდან, ხოლო ორი მოქალაქე დაკარგულია.

ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 1,300 ადამიანი, რომლებიც წყალდიდობისას ზონაში იმყოფებოდა, ევაკუირებულია უსაფრთხო ადგილას.

რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

წყალდიდობა 29 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი