თურქეთის ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ რესტორანში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა. აფეთქებამ მიმდებარე ქუჩებზე მდებარე შენობებიც დააზიანა.
იზმირის გუბერნატორის, სულეიმან ელბანის ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში მოინახულა და აღნიშნა, რომ ორმოცი ადამიანი უკვე გაწერეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარში ეჭვმიტანილი ერთი ადამიანი პოლიციამ უკვე დააკავა.