"თავისუფლების მოედანი" | ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა შექმნა

გამოქვეყნდა:

"მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" ხელმძღვანელი ლევან ცუცქირიძე პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს. "თავისუფლების მოედნის" შექმნის მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ისტორიული მისიის მიღწევა. 

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ თავისუფლების მოედანი - პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი მოქალაქეების ერთობაა თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად.

"ეს პლატფორმა არის ღია პლატფორმა როგორც სახელიდან ჩანს და არის ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენი მანიფესტის ფასეულობებსა და ღირებულებებს და ვინც თვლის, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საჭიროა ჩვენი კონსოლიდაცია, ჩვენი ერთად ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად" - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ პრეზენტაციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი