იულია ნავალნაია უფლებადამცველი ორგანიზაცია HRF-ის ხელმძღვანელი გახდა | მან გარი კასპაროვი შეცვალა

გამოქვეყნდა:

ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Foundation (HRF) ხელმძღვანელი გახდა. ნავალნაიამ ამ თანამდებობაზე რუს ოპოზიციონერი გარი კასპაროვი შეცვალა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი იტყობინება.

„როგორც ადამიანი, რომელმაც პირადად გამოსცადა ის საფრთხეები, რაც დიქტატურას თან ახლავს და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ახლობლებსა და მთელ მსოფლიოს, მაქვს პატივი, ვიყო ფონდის ხელმძღვანელი" - თქვა ნავალნაიამ.

ის აპირებს HRF-ს გაუზიაროს ნავალნის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის გამოცდილება და ეს გამოცდილება ახალ პოზიციაზეც გამოიყენოს.

გარი კასპაროვი, "თავისუფალი რუსეთის" ფორუმის თანადამფუძნებელი, რომელიც ორგანიზაციას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა, იულია ნავალნაიას თანამდებობაზე დანიშვნას ეხმაურება: "მოუთმენლად ველი მხარი დავუჭირო იულია ნავალნაიას ახალ თანამდებობაზე" - თქვა კასპაროვმა.

"ადამიანის უფლებათა ფონდი" ნიუ-იორკში 2005 წელს დაფუძნდა. ფონდის მიზანია ადამიანის უფლებების ხელშეწყობა და დაცვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2009 წლიდან ორგანიზაცია ყოველწლიურად ოსლოს თავისუფლების ფორუმს მასპინძლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი