რუსეთმა უდიდესი ამერიკული ანალიტიკური ცენტრი CSIS "არასასურველი ორგანიზაციების" რეესტრში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში „არასასურველი“ ორგანიზაციების რეესტრს "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ამერიკული ცენტრი" (CSIS) დაამატა.

CSIS უდიდესი ამერიკული ანალიტიკური ცენტრია საერთაშორისო ურთიერთობებისა და თავდაცვის სფეროში.

2013 წელს მან პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიო რეიტინგში თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრების რეიტინგში. ორგანიზაციის ვებსაიტზე მითითებულია, რომ CSIS ანალიტიკოსები იყვნენ პირველები, ვინც ივარაუდეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2022 წელს გადაღებული სატელიტური სურათების საფუძველზე.

2023 წლის მარტში ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ომის პირველ წელს რუსეთის დანაკარგებმა გადააჭარბა დანაკარგებს ყველა ომში, რომელშიც საბჭოთა ან რუსული არმია მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთად.

ცენტრი 1962 წელს, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი