არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათთან [საქართველოს მთავრობა] ვისაუბრებთ | ვედანტ პატელი

გამოქვეყნდა:

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად. 

„როცა საქმე საქართველოს ეხება, და ვიცით, რომ ამ ბრიფინგების ოთახში ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მათ შორის კანონზე, რომელიც ახლახანს მიიღეს. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსში, გვსურ პრიორიტეტი მივანიჭოთ. და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ გსმენიათ ჩემი და მეთიუს [ მეთიუ მილერი, აშშ-ის სახ. დეპარტამენტის სპიკერი] საუბარი, იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას. და ჩვენ მაინც გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და კვლავაც არის სხვა საკითხები, რომლებზეც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ მათთან ვისაუბრებთ", - განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ. [ამერიკის ხმა]

შეგახსენებთ, რუსულ კანონთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ უპასუხა და განაცხადა, რომ შტატებმა მიიღო ზომები და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგმება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი