დიმიტრი გორდონს რუსეთში დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელ ჟურნალისტს, დიმიტრი გორდონს რუსეთში დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტი "დამნაშავედ" ცნეს ტერორიზმის გამართლებაში, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდებასა და რუსეთის არმიის შესახებ "ფეიკების" გავრცელებაში.

ბრალდების მიზეზი გორდონის 2022 წლის მარტში გამოქვეყნებული  ვიდეომიმართვა გახდა, სადაც ის აშშ-ს ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდებს. კრემლის მედია TASS-ის ცნობით, სასამართლო პროცესზე პროკურატურამ განაცხადა, რომ გორდონის წინააღმდეგ აღძრული იყო ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს მოკვლის მოწოდების გამოც, თუმცა როდის და სად გააკეთა მან ეს მოწოდება, უცნობია. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გორდონის წინააღმდეგ საქმე 2022 წელს აღძრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი