"მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს რუსული კანონის მიღებას" | ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს და სენატორ რობერტ უიკერს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს და სენატორ რობერტ უიკერს შეხვდა.

პარტიის ცნობით, ბოკუჩავამ მადლობა გადაუხადა კონგრესმენ უილსონს და სენატორ უიკერს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი "მეგობარი აქტის" და სენატში ქართველი ხალხის აქტის ინიცირებისთვის. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაზეც.

გარდა ამისა, პრესსამსახურის განცხადებით, აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში შეიტანეს რამდენიმე ცვლილება, რომლითაც დაგმეს რუსული კანონის მიღება და ის ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს.

"უნდა ვაღიაროთ რომ მავნე რუსული გავლენის წყარო საქართველოში მომდინარეობს არა მხოლოდ გარედან, არამედ ასევე ავტორიტარული, ანტი-დემოკრატიული და ანტი- დასავლური მთავრობიდან, რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. რუსული კანონის მიღება, რომელსაც თან ახლდა უმძიმესი ძალადობა ოპოზიციონერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიერ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. ჩვენ მივესალმებით რეზოლუციაში ცვლილებების დამატებას, რომლებიც გმობს მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მიღებას. ამ კანონის მიღება საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დაზიანების მცდელობაა, ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის გვერდით იდგეს", - თქვა ბოკუჩავამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი