გორელები მიხეილ სააკაშვილს გორის ციხის რეაბილიტაციას ავალებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაცია წინა ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა 2012 წელს, "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებში მოსვლის შემდეგ, შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ახალი კამპანია დაიწყო- "დაავალე მიშას".
კამპანიის ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ქალაქსა და სოფელში ჩავლენ, მოსახლეობის პრობლემებს მოისმენენ და მათ გადაჭრას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად "ძალა ერთობაშიამ" 7 სექტემბერს დაასახელა