სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე არ დაუპატიჟიათ | ვოლსკი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. "ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ ეროვნული ნაკრების საპატივსაცემოდ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადება გააკეთა და პრეზიდენტს მორიგი ბრალდებები წაუყენა:

"არ მიგვაჩნია ჩვენ, ორგანიზატორებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც საქართველოში გამაერთიანებლის საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულა. პირიქით, თავის ყველა ქმედებით ცდილობს, რომ როგორმე დაუპირისპიროს ახალგაზრდები ერთმანეთს. აქედან გამომდინარეობს მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომ არ დაეპატიჟებინა სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებაზე" ამბობს ვოლსკი.

შეგახსენებთ, დღეს, საღამოს 22 საათზე თავისუფლების მოედანზე ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დახვედრა მოეწყობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი