"მდარე პოპულისტური ნაბიჯები" - დავითაშვილი "ენმ"-ს ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

სოფლის მეურნეობის მინისტრი პოპულიზმს უწოდებს "ენმ"-სა და მიხეილ სააკაშვილის დაპირებას, რომლის მიხედვით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მევენახეებს 1 კგ ყურძენზე 80 თეთრს დაუმატებენ.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რთველი აქტიურად მიმდინარეობს, დღე-ღამეში 10 ტონა ყურძენზე მეტს ამუშავებენ და კახეთში ამ დროისათვის უკვე 60 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

მინდა გამოვეხმაურო გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებებს, რომელიც უპასუხისმგებლოა. ამაზე არაერთი განცხადება მქონდა, პოლიტიკური პოპულიზმი, სამწუხაროდ, არის საკმაოდ მდარე პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს. მხოლოდ ხელს უშლის პროცესის სწორად და ლოგიკურად წამართვას, ჩვენი ფერმერების, მოსახლეობის ინტერესებს არ პასუხობს. პირიქით, აზიანებს“,-ამბობს დავითაშვილი.

რაც შეეხება ყურძნის ფასს. როგორც მინისტრი ამბობს, დაცულია მევენახეების ინტერესები და ისინი რთველს მოგებით დაასრულებენ:

„ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება ფასებს, არის პირდაპირი სუბსიდირება რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის, რომელიც დაახლოებით 30 თეთრით განისაზღვრა 1 კილოგრამ ყურძენზე, ასევე დაისვა პირობა, რომ მინიმუმი ფასი, რომელსაც კომპანიები გადაიხდიან სუბსიდირების კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ეს იქნებოდა 80 თეთრი.“- ამბობს დავითაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი